ხულოში, ბადრი ბოლქვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდა ფეხბურთში
ხულოში, ბადრი ბოლქვაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდა ფეხბურთში.
ტურნირი ოთხი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მუნიციპალიტეტის მასშტაბით ექვსი გუნდი ასპარეზობდა.
დაძაბული ფინალის შემდეგ ტურნირში გამარჯვება „აბხ“-ს გუნდმა მოიპოვა, ხოლო გუნდებმა „რიყეთი“ და „ქედლები“ მეორე და მესამე ადგილები გადაინაწილეს.
გამარჯვებულებს თასები, მედლები, სიგელები და ფულადი ჯილდო გადაეცათ.
ტურნირი ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „ხიხანი“-ის ორგანიზებით ჩატარდა.