ტრამპი: ეროვნული გვარდიის გაგზავნის გარეშე ლოს-ანჯელესი მთლიანად განადგურდებოდა

შესანიშნავი გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც კალიფორნიაში ძალადობრივი, პროვოცირებული არეულობების მოსაგვარებლად ეროვნული გვარდია გავგზავნეთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეროვნული გვარდიის გარეშე ლოს-ანჯელესი მთლიანად განადგურდებოდა.

„ჩვენ შესანიშნავი გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც კალიფორნიაში ძალადობრივი, პროვოცირებული არეულობების მოსაგვარებლად ეროვნული გვარდია გავგზავნეთ. ამის გარეშე, ლოს-ანჯელესი მთლიანად განადგურდებოდა. ძალიან არაკომპეტენტურ „გუბერნატორს“, გევინ ნიუსომს და „მერს“, კარენ ბასს, უნდა ეთქვათ: „ბატონო პრეზიდენტო, თქვენ შესანიშნავი ხართ! ჩვენ არაფერი ვიქნებოდით, თქვენ გარეშე“. ამის ნაცვლად, ისინი კალიფორნიელ და ამერიკელ ხალხს ატყუებენ და ამბობენ, რომ ჩვენ არ ვართ საჭირო და რომ ეს „მშვიდობიანი საპროტესტო აქციებია“. ძალადობისა და ნგრევის ამსახველი ფოტოებისა და ვიდეოების ერთი ნახვითაც კი ყველაფერს გაიგებთ, რაც საჭიროა. ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჩვენ ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, – წერს ტრამპი Truth Social-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები