გორში დონორის მსოფლიო დღე აღინიშნა

14 ივნისს სისხლის დონორის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, გორში გამართულ სისხლის უანგარო დონაციის აქციას გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და მუნიციპალური ორგანიზაციების თანამშრომლებიც შეუერთდნენ.

ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით ჩატარდა.

სისხლის დონორის მსოფლიო დღე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ეგიდით სხვადასხვა ქვეყანაში აღინიშნება. ეს დღე დონორებისადმი კეთილგანწყობის გამოსახატავად დაწესდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები