ავთანდილ თალაკვაძე: პროგრამის – „ოზურგეთის ახალი სიცოცხლე“ ფარგლებში, მრავალბინიანი კორპუსების პროექტები შემუშავდა
პროგრამის – „ოზურგეთის ახალი სიცოცხლე“ ფარგლებში, მრავალბინიანი კორპუსების პროექტები შემუშავდა,- ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე განაცხადა.
„ მიმდინარე წლის 15 ივნისიდან, ჩვენი გუნდის მიერ ინიცირებული ახალი პროგრამის „ოზურგეთის ახალი სიცოცხლე“ ფარგლებში, რომელიც ოზურგეთის იერსახის განახლებას მოიცავს, ქალაქ ოზურგეთში მოეწყობა გამოფენა. გამოფენაზე წარმოგიდგენთ მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების განახლების პროექტებს. რადგან ეს თქვენს ბინებსა და საცხოვრებელ კორპუსებს ეხება. ნამუშევრები 1 კვირის განმავლობაში გამოფენილი იქნება მუზეუმის საგამოფენო დარბაზში, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება საშუალება, გაეცნოს და დააფიქსიროს თავისი მოსაზრება შესარჩევი პროექტების შესახებ“, – განაცხადა დღევანდელ მერიის სხდომაზე ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.