ავთანდილ თალაკვაძე – ოზურგეთში ოპოზიციას: როცა ბრიფინგებს ატარებთ, მიაქციეთ ყურადღება, უკან რა ჩანს, როცა პრობლემებზე ახლა ალაპარაკდით, საქმის კეთება რომ დავიწყეთ – დააგვიანეთ
ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე ოპოზიციას უპასუხა, რომლებსაც, მისი თქმით, დაკარგული აქვთ დემოკრატიული ოპონირების უნარი და დესტრუქციით არიან დაკავებულნი.
„ მინდა, აქვე ვუპასუხო ოზურგეთში, წინა წლების განმავლობაში კომფორტის და პირადი ინტერესების გამო გაჩუმებულ ოპოზიციას, რომელსაც დაკარგული აქვს დემოკრატიული ოპონირების უნარი და დესტრუქციით, აგრესიით ცდილობს თავის დამკვეთებს და უფროსებს თავი მოაწონოს – როცა ბრიფინგებს ატარებთ, მიაქციეთ ყურადღება უკან რა ჩანს; როცა პრობლემებზე ახლა ალაპარაკდით, საქმის კეთება რომ დავიწყეთ – დააგვიანეთ; როცა ყვირით – ყელს გაუფრთხილდით. ეს სამი შენიშვნა მექნება ამ ეტაპზე. სუსტები ხართ, უკეთ მოემზადეთ,“- განაცხადა თალაკვაძემ.