ავთანდილ თალაკვაძე: ურეკს ახალი ცენტრალური პარკი ექნება, მოეწყობა რეკრეაციულ სივრცე

ურეკს ახალი ცენტრალური პარკი ექნება,- ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე განაცხადა.

„ დაბა ურეკში – ე.წ. „რუსთავის აზოტის ყოფილი კოტეჯები“-ს 2 ჰა-მდე (18 625 კვმ) გადმოეცა ოზურგეთის მუნიციპალიტეტს. ურეკს ახალი ცენტრალური პარკი ექნება, ამ ტერიტორიაზე რეკრეაციულ სივრცეს მოვაწყობთ, სადაც ჩვენს მოქალაქეებს – ბავშვებს და უფროსებს სასიამოვნო გარემოში შეეძლებათ თავისუფალი დროის გატარება. ტერიტორიის კეთილმოწყობის მიზნით პროექტის შემუშავებას უახლოეს პერიოდში დავიწყებთ,“- განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები