ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ახალ ბულვარში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტომობილი ორ ქვეითს დაეჯახა. მათგან ერთ-ერთი კლინიკაში შეყვანამდე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები