შალვა პაპუაშვილი: ხატია წილოსანი ევროსაბჭოში ელჩად, არის განსაკუთრებულად კარგი კანდიდატურა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ხატია წილოსანს ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დანიშვნა მიულოცა.
„მინდა ასევე ხატია წილოსანს მივულოცო ევროსაბჭოში ელჩად დანიშვნა. ჩვენი კოლეგა გამორჩეული პროფესიონალია და ვფიქრობ, რომ ამ ადგილზე – ევროსაბჭოში ელჩად ის არის განსაკუთრებულად კარგი კანდიდატურა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, მთავრობამ პრეზიდენტს ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე ხატია წილოსანი წარუდგინა.