შალვა პაპუაშვილი: რასაც ვხედავთ ყოველდღიურად სასამართლოში, ეს არის ისტერია, ძალადობა

„იმის გამო, რომ სხვა დროს ხმამაღლა მოსაუბრე ზოგიერთი ელჩი გაჩუმებულია, ამით ახალისებენ ზუსტად ამ ქცევას – სასამართლო დარბაზებში ისტერიას, მანდატურზე ძალადობას, სხვა ექსტრემისტულ ქცევებს,“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„რასაც ვხედავთ ყოველდღიურად სასამართლოში, ეს არის ისტერია, ძალადობა. გუშინ ვიხილეთ კადრები, როდესაც მანდატურზე პირდაპირ ძალადობდა ერთ-ერთი ქალი აქტივისტი. ამ სურათებს რომ ვხედავთ, ამას არაფერი ესაქმება სასამართლოს დარბაზებში და დერეფნებში. იმედი მაქვს, რომ მათ შორის სამსახური, მანდატურის სამსახური ამ მხრივ იქნება მკაცრი. შეუძლებელია, რომ ექსტრემისტებს მივცეთ საშუალება არიონ ქართული მართლმსაჯულების კედლებში სიტუაცია. სამწუხაროდ ექსტრემიზმი და ისტერია დაფინანსებული და წახალისებულია გარედან. იმის გამო, რომ სხვა დროს ხმამაღლა მოსაუბრე ზოგიერთი ელჩი გაჩუმებულია, ამით ახალისებენ ზუსტად ამ ქცევას – სასამართლო დარბაზებში ისტერიას, მანდატურზე ძალადობას, სხვა ექსტრემისტულ ქცევებს. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია,  მოხდეს ამ მიმართულებით სიტუაციის მოწესრიგება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები