შალვა პაპუაშვილი: კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ელჩს, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ ამოცანებს და შეწყვიტონ ექსტრემიზმის გამართლება, წახალისება და დაფინანსება
,,კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა ელჩს, რომ პასუხისმგებლობით მოეკიდონ საკუთარ ამოცანებს და შეწყვიტონ ექსტრემიზმის გამართლება, წახალისება და დაფინანსება”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ზოგიერთ ევროპელს ჰქონია, რომ მაშხალების სროლა და შენობების დაწვა ბერლინში ცუდია და საქართველოს პარლამენტს თუ წვავენ ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ადამიანები, ეს კარგია.
„პრობლემა ის არის, რომ ზოგიერთებს ევროპაში ჰგონიათ, რომ მათ პოლიციელს რომ „მოლოტოვის კოქტეილს“ ესვრიან ეს ცუდია და ქართველ პოლიციელს თუ ესვრიან „მოლოტოვის კოქტეილს“ ეს კარგია და მშვიდობიანია. ზოგიერთ ევროპელს ჰქონია, რომ მაშხალების სროლა და შენობების დაწვა ბერლინში ცუდია და საქართველოს პარლამენტს თუ წვავენ ევროკავშირის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ადამიანები, ეს კარგია. ეს არის ღირებულებითი კრიზისი, რომელიც ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფშია ევროპის სხვადასხვა დედაქალაქში. მათ შორის ბრიუსელში და ასეთი შემთხვევები ჩვენ უბრალოდ კიდევ ერთხელ გვაჩვენებს თუ ხანდახან რამდენად უტიფარი არის ხოლმე ზოგიერთი უცხოელის დამოკიდებულება ძალადობის მიმართ. ერთის მხრივ, მაღალი ტრიბუნიდან ქადაგებენ პლურალიზმს, ქადაგებენ მშვიდობიან განვითარებას და მეორეს მხრივ, პირდაპირ აფინანსებენ ექსტრემიზმს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.