ლევან მახაშვილი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის განცხადებაზე: ცარიელი ფუჭი სიტყვები ვერ აჩერებს ტანკებს და რაკეტებს

“ცარიელი ფუჭი სიტყვები ვერ აჩერებს ტანკებს და რაკეტებს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დასრულდეს ეს 17 წლიანი ცარიელი სიტყვების დრო,”- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„წვლილი შევიტანეთ გლობალურ უსაფრთხოებაში. იცით, რომ საქართველო ძალიან აქტიურად იყო და არის ჩართული ნატო-ს ოპერაციებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენი თავდაცვის ძალები სრულად თავსებადია ნატო-ს ძალებთან. ამიტომ აქ კითხვა ზედმეტია იმასთან დაკავშირებით ნატო-ში წევრობისთვის საქართველო მზად არის თუ არა. დღეს, რაც ნამდვილად გვაკლია ეს არის მზაობა იმისა რომ ამ რეგიონში ნამდვილად აქვს სურვილი ნატო-ს გაფართოების. გაფართოება ნიშნავს გეოპოლიტიკურ კონკურენციაში შესვლას და ამისთვის არის აუცილებელი არა მხოლოდ პოლიტიკური მზაობა, რეალური ნაბიჯები“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, ნატო-ს სამეკავშირეო ოფისმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ უკვე სამი ათწლეულია, რაც საქართველო მტკიცედ მიჰყვება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, ხოლო ნატო მუდმივად მხარს უჭერს საქართველოს რეფორმებსა და მისწრაფებებს. საქართველო ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები