შალვა პაპუაშვილი შსს-ში განხორციელებულ ცვლილებებზე: ახალ მინისტრს ყოველთვის აქვს შესაძლებლობა საკადრო პოლიტაიკა გატაროს

,,ეს არის ახალი შს მინისტრის საკადრო გადაწყვეტილებები იმისთვის, რომ შსს-მ ეფექტიანად იმუშაოს, ამიტომ ეს არის სრულად მისი კომპეტენციის ნაწილი”, – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, შსს-ში განხორციელებული ცვლილებები.

მისივე თქმით, შს მინისტრს პარლამენტისა და მთავრობის ნდობა აქვს.

„ახალ შს მინისტრს აქვს ყოველთვის შესაძლებლობა, რომ თავის საკადრო პოლიტიკა გაატაროს, გააძლიეროს რაღაც ნაწილები, სადაც საჭიროა, ვნახეთ კიდეც გადაადგილებები, ასე, რომ ეს ჩვეულებრივი ნაწილია საკადრო გადაწყვეტილებების, რომელიც როგორც წესი მინისტრების მხრიდან მიიღება ხოლმე“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები