გამვლელმა ბავშვების თვალწინ ძაღლი მოკლა – ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ვაზისუბანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც გამვლელმა ბავშვების თვალწინ მიუსაფარი ძაღლი მოკლა, გამოძიება 259-ე მუხლით დაიწყო. საუბარია ​ცხოველის წამებას ან მისადმი სასტიკი მოპყრობაზე.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა. მოქალაქემ დაწერა, რომ ვაზისუბანში გამვლელმა ბავშვების თვალწინ ძაღლი მოკლა.

“ვაზისუბანში, დღისით მზისით, სკოლაში მიმავალი ბავშვების თვალწინ, მორბენალ კაცს უბრალოდ დაუყეფა ცუგამ, რომელიც გოგონას მოჰყვებოდა, ამან ამოიღო, ესროლა, მოკლა ძაღლი და გზა განაგრძო!!! ასეთი ადამიანსაც არ დაინდობს! რა გჭირთ ასეთი, რა ტრავმა მოგყვებათ ცხოვრებაში, რომ ამხელა სისასტიკეს ჩადიხართ! საწყალი ცუგო შეეწირა. საჩივარი შეტანილია… საკადრისად უნდა დაისაჯოს! მთელი უბანი მოვითხოვთ!”, – წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები