მოსკოვში ორმა დრონმა ორ საცხოვრებელ კორპუსზე იერიში მიიტანა.
როგორც რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, მომხდარის შედეგად დაშავებულები არ არიან.
აღნიშნულია, რომ ერთი დრონი დაეჯახა პროფსოიუზნაიას ქუჩის 98 ნომერში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ზედა სართულებს. განადგურდა სახლის ფასადი და მინა, მეორე – ატლასოვას ქუჩაზე, 24-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს.
გარდა ამისა, აფეთქების მსგავსი ხმა გაიგეს კრასნოგორსკში.