“სალომემ, ფაქტობრივად, დაადასტურა მისი მხრიდან რუსეთთან სამხედრო კონფრონტაციაში ჩართვის სურვილი იმ იმედით, რომ ამერიკელები დაგვეხმარებიან” – ზაალ ანჯაფარიძე

“ახლახან ამერიკულ გამოცემა The Hill-ისთვის ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა მისდა უნებურად მოახდინა მისთვის, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე თვითლუსტრაცია, რაც ამ ბოლო დროს განიცადა”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

ანალიტიკოსი წერს, რომ აშშ-სთვის შეთავაზება, რომ რუსეთს კავკასიაში უკან დაახევინოს და ამისთვის საქართველო გამოიყენოს, როგორც მოედანი, არის ზუსტად იმ პოლიტიკის გაგრძელება რასაც ატარებდა სააკაშვილი, როდესაც დასავლეთს სთავაზობდა საქართველოს ტერიტორიას, როგორც რუსეთთან დაპირისპირების მოწინავე ავანპოსტს.

“როდესაც The Hill აღნიშნავს, რომ 2008 წლიდან რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს 20%, ეს სწორედ ასეთი პოლიტიკის შედეგია.

სალომემ, ფაქტობრივად, დაადასტურა მისი მხრიდან რუსეთთან სამხედრო კონფრონტაციაში ჩართვის სურვილი იმ იმედით, რომ ამერიკელები დაგვეხმარებიან – ანუ ის რასაც ის “ინკოგნიტო” ამერიკელი მაღალჩინოსანი აძალებდა ამ ხელისუფლებას და ის რისკენაც სააკაშვილს აქეზებდნენ გარედან 2008 წელს.

ეტყობა ზურაბიშვილმა ვაშინგტონში ამერიკელებთან კონტაქტების დროს სხვა წონადი არგუმენტები ვერ გამონახა, და მიშას მეთოდებს მიუბრუნდა – საქართველოს გამოყენება რუსეთისთვის საჩხვლეტ ინსტრუმენტად”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები