სოზარ სუბარი: დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციის აქციები გაგრძელდება, რადგან ეს არის მათი დამკვეთების ნება, გადაწყვეტილება, რომ როგორმე ავნონ საქართველოს სახელმწიფოს
“დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციის აქციები გაგრძელდება, რადგან ეს არის მათი დამკვეთების ნება, გადაწყვეტილება, რომ როგორმე ავნონ საქართველოს სახელმწიფოს”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა.
„დღეს ისინი ხედავენ, რომ მათ ძალა უკვე აღარ აქვთ, თუმცა, მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ მათი აქციები გაგრძელდება, რადგან ეს არის მათი დამკვეთების ნება, გადაწყვეტილება, რომ როგორმე ავნონ საქართველოს სახელმწიფოს. ხედავენ, რომ დღეს მათ ვერ შეძლეს ქართული სახელმწიფოს შერყევა და ახლაც, მთელი აქცენტი გადატანილი აქვთ ეკონომიკაზე, რომ როგორმე შეანელონ ეკონომიკური ზრდა. ამ აქციებს რომ მიზანი, გეგმა არ აქვს, ამას ვხედავთ, მათ ლაპარაკშიც სულ უფრო ხშირად ეს სასოწარკვეთილი ტონები იმატებს“, – განმარტა სუბარმა.