გორის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო
გორის მუნიციპალიტეტში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
“გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი საკრებულოს წევრებთან ერთად ცხრა სოფელში იმყოფებოდა.
ზემო ხვითში, ზემო ნიქოზში, ფხვენისში, ქვემო ხვითში, შინდისში, ყელქცეულში, საქაშეთში, ვარიანსა და ახალდაბაში ადგილობრივებმა 2025 წელს განსახორციელებელი პროექტები ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს.
პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებს მუნიციპალიტეტის 112 დასახლებულ პუნქტში შეარჩევენ.
ყველა სოფელში, 10 ათასიდან 20 ათას ლარამდე ღირებულების, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.
2025 წელს გორის მუნიციპალიტეტისთვის 1 596 000 ლარია გამოყოფილი.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები 27 იანვარს დაიწყო და 18 თებერვალს დასრულდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.