ჯეი დი ვენსი: ტრამპმა პრეზიდენტობის პირველ კვირაში იმაზე მეტს მიაღწია, ვიდრე ბაიდენმა ოთხ წელში
დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის პირველ კვირაში იმაზე მეტს მიაღწია, ვიდრე ბაიდენმა 4 წელში, – ამის შესახებ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.
„იმის მიუხედავად, რომ ბევრი გავაკეთეთ, ვერ შევძლებთ იმ ზიანის გამოსწორებას, რომელიც ჯო ბაიდენის პრეზიდენტობამ გამოიწვია. ტრამპი არ ზის ოვალურ კაბინეტში უქმად. ის აკეთებს ამერიკელი ხალხის საქმეს და მჯერა, რომ ისინი ბევრ კარგ შედეგს დაინახავენ“, – აღნიშნა ვენსმა.
მისივე თქმით, დაბადების შემდეგ მოქალაქეობის მიღება არის სულელური საიმიგრაციო პოლიტიკა მსოფლიოში.