ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში 28 წლის მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა სოფელ კაბალში გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ადგილზე დაწყებული კონფლიქტის დროს ელნურ ქასიმოვს თანასოფლელმა ცივი იარაღით სამი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ლაგოდეხის კლინიკაში გადაიყვანა, მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. არსებული ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

უწყების ცნობით, სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები