გოგი მეშველიანი ბოლნისელ ჰუსეინ ალიევს მკლავჭიდში ევროპის ორგზის ჩემპიონობას ულოცავს

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი გოგი მეშველიანი ბოლნისელ სპორტსმენს, 20 წლის ჰუსეინ ალიევს ევროპის ორგზის ჩემპიონობას ულოცავს.

 „ვულოცავ ბოლნისელ ჰუსეინ ალიევს მკლავჭიდში  ევროპის ორგზის ჩემპიონობას.

მან ფნეთის ქალაქ  ლაუკას მუნიციპალიტეტში 17-21 მაისს გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 70 კგ წონით კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა .

კიდევ ერთხელ ვულოცავ და ვუსურვებ ბევრ წარმატებას!”,- წერს სოციალურ ქსელში გოგი მეშველიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები