სამტრედიაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

სამტრედიის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი სახსრებით და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ასფალტის საფარი იგება ფარნავაზის ქუჩაზე. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპამია – შპს ,,არქეოპოლისი” ასრულებს.

გზის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე, პირველი მოადგილესთან, ვლადიმერ ზაქრაძესთან ერთად გაეცნო.

როგორ მერმა განმარტა, სამუშაოები გეგმა-გრაფიკის დაცვით მიმდინარეობს და ვიზუალური დათვალიერებით ხარისხიანად არის შესრულებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები