ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს

საჯარო სკოლებში მეთორმეტე კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა.

საზეიმო ღონისძიებებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის N1 და N2 საჯარო სკოლებში რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ასლან საგანელიძე ესწრებოდნენ. ინფორმაციას ამბროლაურის მერია ავრცელებს.

„ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მე-12 კლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცეს და ცხოვრების ახალ, საინტერესო ეტაპზე წარმატებები უსურვეს, ასევე, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს პედაგოგებს, იმ ამაგისა და დაუღალავი შრომისთვის, რომელსაც თითოეული ახალგაზრდის მიმართ იჩენენ .

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს მე-12 კლასელებს „ბოლო ზარს“, უსურვებს წარმატებებს და ბედნიერ მომავალს“, – წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები