სამტრედიაში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაა, რისთვისაც აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და რეაბილიტაცია.

სპორტული ინფრასტრუქტურის კუთხით ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში, სამტრედიაში მასშტაბური პროექტები ხორციელდება.

რეაბილიტაცია უკეთდება ეროსი მანჯგალაძის სახელობის სპორტ კომპლექსის ტერიტორიაზე არსებულ დახურულ სპორტდარბაზს, ასევე მიმდინარეობს ცენტრალური სტადიონის მიმდებარედ, სათადარიგო მოედნის სრული რეაბილიტაცია.

პროექტის განხორციელების შემდეგ სავარჯიშო-საშეჯიბრო პირობები შეიქმნება ასაკობრივი ჯგუფებისთვის, რომლებიც სხვადასხვა რესპუბლიკურ ჩემპიონატებზე წარმატებით ასპარეზობენ.

მიმდინარეობს საცურაო აუზის სრული რეაბილიტაციის მეორე ეტაპი, რომლის ღირებულება 317 000 ლარს შეადგენს.

საცურაო აუზს პირველ ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის”, რომლის ფარგლებშიც სამტრედიის მუნიციპალიტეტმა 60 000 ევროს ოდენობის გრანტი მიიღო.

სამუშაოები მიმდინარეობს სამტრედიის იპოდრომზე, სადაც ასფალტ-ბეტონის საფარი შემოსასვლელიდან თავლამდე მისავლელ ტერიტორიაზე იგება.

მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბახტაძემ, პირველ მოადგილესთან, ვლადიმერ ზაქრაძესთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ზურაბ გოგიასთან ერთად დაათვალიერა.

,,ჩვენთვის პრიორიტეტულია ჯანსაღი ცხოვრების მხარდაჭერა და პოპულარიზაცია, რისთვისაც ყოველთვის მაქსიმუმი გაკეთდება. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები დაკავდნენ სპორტით და მათ ჰქონდეთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურა. მომავალშიც ამ კუთხით მასშტაბური პროექტები განხორციელდება”,- აცხადებს დავით ბახტაძე.

ინფორმაციას სამტრედიის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები