ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირაგეულში საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირაგეულში საუბნო გზების ასფალტირების მეორე რიგის სამუშაოები ხორციელდება. ინფორმაციას ადგილობრივი მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოები ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ, პირველ მოადგილესთან დავით გოგლიძესთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან დაათვალიერა და არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სრული ღირებულება 595 777 ლარს შეადგენს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2023 წლის ივლისის თვეში იგეგმება.
სამუშაოებს შპს ,,ამბროლაურის ავტოგზა 10″ ასრულებს.