ავთანდილ თალაკვაძე კოლეგებთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ესტონეთში იმყოფება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე კოლეგებთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ესტონეთში იმყოფება, – ამის შესახებ ინფორმაციას, ოზურგეთის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 4-დღიანი ვიზიტი და პროგრამა, საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, რომლის ფარგლებშიც ესტონური გამოცდილების გაზიარება მოხდება – რეგიონულ დონეზე ციფრული სერვისების დანერგვას უკავშირდება.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება ტალინის მერიაში, ასევე, ელექტრონული მმართველობის აკადემიისა და ესტონეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან.

პროგრამას ევროკავშირი და გაერო აფინანსებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები