გორის მერია: ახალი ბაზრის მიმდებარედ საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მალე დასრულდება
გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, ცხინვალის გზატკეცილზე, ახალი ბაზრისა და ავტოსადგურის მიმდებარედ, ჩრდილოეთისკენ მიმავალ ცალმხრივი მოძრაობის ზოლზე ტრანსპორტის ასფალტის მეორე ფენა იგება.
სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 740 მეტრია (პაპიტაშვილის ქუჩიდან და კარალეთის დევნილთა ჩასახლებამდე).
პროექტის ფარგლებში, ტრანსპორტის სავალ ნაწილთან ერთად დაგეგმილია ტროტუარების რეაბილიტაცია, საგზაო ნიშნებისა და მონიშვნების მოწყობა.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე უკვე დამონტაჟდა ახალი გარე განათების სისტემა.
სამუშაოების დასრულების შემდეგ, მძღოლებსა და ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებისას დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ.