გორის მერიის დაფინანსებით, პროექტი „ხელოვნება საზღვრების გარეშე“ ჩატარტება
„ხელოვნება საზღვრების გარეშე“ – ასე ჰქვია გორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებულ პროექტს, რომელის მიზანიც სპექტაკლებისა და მოკლემეტრაჟიანი ფილმების შექმნაა საერთაშორისო ფესტივალებზე წარსადგენად.
50 ახალგაზრდა (მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდები), რომლებიც პროექტის ფარგლებში კონოხელოვნებას, სამსახიობო ხელოვნებას, გადაღებას, მონტაჟს, გრაფიკულ არქიტექტურას, სცენარის შექმნასა და ფერების კორექციას სწავლობენ, კონკურსის წესით შეირჩნენ.
სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, პროექტის ბენეფიციარები მონაწილეობას მიიღებენ მოკლემეტრაჟიანი ფილმების სცენარების კონკურსში. სამი საუკეთესო სცენარის მიხედვით მომზადდება ფილმები, რომლებიც გაიგზავნება საერთაშორისო ფესტივალებზე. გარდა ფილმებისა, საერთაშორისო ფესტივალებზე წარსადგენად დაიდგმება 5 სპექტაკლიც. ყველა პროდუქტი ხელმისაწვდომი იქნება ქართველი მაყურებლისთვის.
პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდები შექმნიან ასევე გორის მუნიციპალიტეტის საიმიჯო ვიდეორგოლებსაც.
4 თვიანი პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 5 კინოჩვენებაც, რის შემდეგაც ახალგაზრდები მოაწყობენ დებატებს და იმსჯელებენ სხვადასხვა სოციალურ თემებზე.
პროექტი, რომელიც წარმატებული ბენეფიციარების დასაქმებასაც ითვალისწინებს, ა(ა)იპ „ჭკვიანი მომავალი“ ახორციელებს.
ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ფინანსდება.
ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.