მერია: სამტრედიაში უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტები მიმდინარეობს

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე უძღვებოდა.

დღევანდელ თათბირზე მერმა, მერიის სამსახურის უფროსებთან და ადმინისტრაციულერთეულებში მერის წარმომადგენლებთან, მიმდინარე, დაგეგმილ და დასრულებულპროექტებზე ისაუბრა.

სამტრედიის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მიმართულებით უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტები ხორციელდება. ეს არის, საჯარო სკოლების, ბაგა-ბაღების მშენებლობარეაბილიტაცია, მუნიციპალიტეტის მასშტაბით საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, როგორც ქალაქის ტერიტორიაზე, ასევე შიდა-სასოფლო გზებზე.

აქტიურად მიმდინარეობს ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე სპორტ-კომპლექსის დასაცურაო აუზის რეაბილიტაცია, მრავასართულიანი ბინების ფასადების მოწყობა და იუსტიციის სახლის მშენებლობა.

იგეგმება ახალსოფლის ბორანის რეაბილიტაცია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, რომელიც სამტრედია – ვანის მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი ერთ-ერთი ტურისტული მარშუტი იქნება.

,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების აზრი და მათი ჩართულობით თითოეული პროექტის განხორციელება. სამტრედიში განხორციელებული პროექტები მოსახლეობის საკეთილდღეოდ იქნება მიმართული და მათ საუკეთესო ინტერესებზე არისმორგებული”,- აცხადებს დავით ბახტაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები