შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანს დღეს ეწვევა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი 15 – 16 მაისს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა.
პარლამენტის ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერმინისტრ ალი ასადოვსა და მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიმა გაფაროვასთან გამართავს.
ასევე, მონაწილეობას მიიღებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის სპეციალური სხდომაზე, რომელიც ჰეიდარ ალიევი 100 წლის იუბილეს მიეძღვნება.