ერთი მოკლული და ორი დაჭრილი – ვერაზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები

თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი ორმხრივი სროლის შედეგად ერთი პირი დაიღუპა, ორი კი დაიჭრა.

არსებული ინფორმაციით, მოკლულია თავდამსხმელი, რომელიც სავარაუდო მსხვერპლს საცხოვრებელ სახლთან ელოდებოდა. გარდა ამისა, დაჭრილია შემთხვევითი გამვლელი, რომელიც სროლის დროს მაღაზიაში იმყოფებოდა.

თვითმხილველების თქმით, მათ დაახლოებით 10-მდე გასროლის ხმა გაიგეს.

დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის დანაშაულში ბრალდებული პირი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები