ქართველ “კანონიერ ქურდს” რუსეთში 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

იმიერბაიკალეთის მხარის რეგიონულმა სასამართლომ ე.წ.კანონიერ ქურდს, გიორგი უგლავას, იგივე “ტახის” 27 აპრილს, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 18 წლით თავისუფლების აღკვეთა და 100 000 რუსული რუბლის ოდენობით ჯარიმა დააკისრა.

უგლავას ბრალად ედება დანაშაულებრივი ჯგუფის შექმნა, რომელიც აღნიშნულ მხარეში ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოქმედებდა.

სასჯელი 2015 წლის 1-ელი თებერვლიდან გამოითვლება.

გიორგი უგლავას ბრალად ედება დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზება, რომელმაც 10 წელზე მეტი ხნის არსებობის მანძილზე 160-ზე მეტი დანაშაული ჩაიდინა.

კერძოდ, “ტახის” ჯგუფი ეწეოდა განსაკუთრებით დიდი ოდენობის გამოძალვას, თაღლითობას, ქურდობას, ძარცვას, ყაჩაღობას და მანქანების გატაცებას. რეგიონის უმეტეს რაიონში მან შექმნა სტრუქტურული ქვედანაყოფები და დანიშნა მათი ხელმძღვანელები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები