თბილისში მამაკაცი დაჭრეს

ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩაზე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილი პოლიტიკოს დილარ ხაბულიანის ძმა, დემურ ხაბულიანია.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები