ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ კიდევ ერთი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა – საქმე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს ეხება.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს შესაბამისი კომპენსაციები დააკისრა, რაც 129 827 500 ევროს ოდენობით განისაზღვრა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 41-ე მუხლი (სამართლიანი დაკმაყოფილება) მისაღებია მოცემულ საქმეში ოკუპირებულ ცხინვალის ქართულ სოფლებსა და „ბუფერულ ზონაში“ მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ჩადენილი დანაშაულების მიმართ.
დანაშაულები მოიცავს სეპარატისტული ძალების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვას, მათი სახლების დაწვასა და გაძარცვას, დამცირებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ომის ტყვეთა წამებას, დევნილთა საკუთარ სახლებში დაბრუნებაზე წინააღმდეგობას.