ჯვარში კორპუსის მეოთხე სართულის აივანი ჩამოინგრა – დაშავდა ერთი ადამიანი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში, კორპუსის მეოთხე სართულზე აივანი ჩამოინგრა. ადგილობრივების ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად, 50 წლამდე ქალი დაშავდა.

მეზობლების თქმით, ის აივანზე იმყოფებოდა და ნგრევის შედეგად ქვედა სართულის აივანზე ჩავარდა.

დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და შესაბამისი გამოკვლევები უტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები