ხულოში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ღონისძიებაში სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები იღებდნენ მონაწილეობას. პატარებმა დედაენის დღესთან დაკავშირებით დედაენის თემაზე ლექსები წაიკითხეს

“ღონისძიებაზე ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა – ვახტანგ ბერიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძესთან და ხულოს რესურს ცენტრის ხელმძღვანელთან ერთად, დამსწრე საზოგადოებას დედაენის დღე მიულოცა და „დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობისათვის” პედაგოგებს სიგელები გადასცა

14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად დაწესდა”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები