გიორგი კახიანი „საფარის“ არქივის განადგურებაზე: როდესაც ამბობ, რომ განადგურდა გარკვეული ინფორმაცია, ეს რა თქმა უნდა დამატებით კითხვებს აჩენს

“როდესაც ამბობ, რომ განადგურდა გარკვეული ინფორმაცია, ეს რა თქმა უნდა დამატებით კითხვებს აჩენს, რომ რაღაც დასამალი იყო როგორც ჩანს იმ ორგანიზაციის შიგნით, “- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა, „საფარის“ მიერ არქივის ნაწილის განადგურებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„პირველ რიგში მათ ახსნეს ეს ფაქტი თითქოს იმით, რომ ცდილობდნენ კონკრეტული პირების პერსონალური ინფორმაციის დაცვას, რას სრულიად უსაფუძვლო არგუმენტია. იმიტომ, რომ ყველა შემთხვევაში პერსონალური ინფორმაციები არის სრულიად დაცული. მაგრამ, როდესაც მიუხედავად ამისა, ასეთი არგუმენტით ამბობ, რომ განადგურდა გარკვეული ინფორმაცია, ეს რა თქმა უნდა დამატებით კითხვებს აჩენს, რომ რაღაც დასამალი იყო როგორც ჩანს იმ ორგანიზაციის შიგნით. სავარაუდო დანაშაულთანაც კი შეიძლება გვქონდეს საქმე, როდესაც ინფორმაციის განადგურებაზე არის საუბარი“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

ცნობისთვის, „საფარის“ ხელმძღვანელი, ბაია პატარაია ამბობს, რომ ორგანიზაციის აქტივის უდიდესი ნაწილი გაანადგურა, რათა „სენსიტიური ინფორმაცია ხელში არავის ჩაუვარდეს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები