დავით მათიკაშვილი “საფარის“ არქივის განადგურებაზე: ერთადერთი, რაზეც შეიძლება ამან ჩვენ დასკვნამდე მიგვიყვანოს, არის ის, რომ იქ იყო ისეთი მოცემულობა, რომელიც თავსებადი არ იყო კანონმდებლობასთან
“ბაია პატარაიას განცხადებით „საფარს“ გაუნადგურებია თურმე თავისი არქივი, ერთადერთი, რა დასკვნამდეც შეიძლება ამან მიგვიყვანოს, არის ის, რომ იქ იყო ის სქემები, ის მოცემულობა, რომელიც თავსებადი არ იყო კანონმდებლობასთან, “- ამის შესახებ ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განუცხადა.
„ბაია პატარაიას განცხადებით „საფარს“ გაუნადგურებია თურმე თავისი არქივი. ერთადერთი, რა დასკვნამდეც შეიძლება ამან ჩვენმიგვიყვანოს, არის ის, რომ იქ იყო ის სქემები, ის მოცემულობა, რომელიც თავსებადი არ იყო კანონმდებლობასთან, თავსებადი არ იყო სახელმწიფოში მოქმედ საკანონმდებლო სივრცეებთან და ამიტომაც მოხდა მისი განადგურება, მაგრამ მხოლოდ არქივის განადგურება, ბუნებრივია, ყველას, ვის მიმართაც შესაძლოა იყოს ეჭვი კანონის დარღვევისა, ვერ იხსნის სათანადო პასუხისმგებლობისგან“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, „საფარის“ ხელმძღვანელი, ბაია პატარაია ამბობს, რომ ორგანიზაციის აქტივის უდიდესი ნაწილი გაანადგურა, რათა „სენსიტიური ინფორმაცია ხელში არავის ჩაუვარდეს“.