დავით მათიკაშვილი: 20 ივნისს აშკარა იყო, რომ მომიტინგეთა მხრიდან ხდებოდა ძალადობრივი თავდასხმა პარლამენტის სასახლეზე

“აშკარა იყო, რომ მომიტინგეთა მხრიდან ხდებოდა ძალადობრივი თავდასხმა საქართველოს პარლამენტის სასახლეზე, მეორეს მხრივ მნიშვნელოვანია, თუ რა ღონისძიება იყო ამ ჭრილში გამოყენებული და იყო თუ არა ყველა ეს ღონისძიება უკიდურესად აუცილებელი, “- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა, 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

„ერთის მხრივ, აშკარა იყო, რომ მომიტინგეთა მხრიდან ხდებოდა ძალადობრივი თავდასხმა საქართველოს პარლამენტის სასახლეზე და მცდელობა პარლამენტის სასახლის დაკავების, თუმცა, მეორეს მხრივ მნიშვნელოვანია, თუ რა ღონისძიება იყო ამ ჭრილში გამოყენებული და იყო თუ არა ყველა ეს ღონისძიება უკიდურესად აუცილებელი იმ სიტუაციის მართვისთვის, რაც მაშინ იმ დღეს ხდებოდა საქართველოს პარლამენტის წინ“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს, პასუხს გამოძიება გასცემს. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი დაწყებულია. მმართველი გუნდის შეფასებით, არსებობს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება 20 ივნისის საქმის გამოძიების ეფექტიანად ჩატარების შესახებ. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ საჭიროა გამოძიებამ სისტემურად გააანალიზოს საკითხი და შეისწავლოს რამდენად სწორად მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელობის მხრიდან ოპერაციის დაგეგმვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები