ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და დაბაში შიდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და დაბაში შიდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას, ბორჯომის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა დაბა წაღვერში და სოფელ ციხისჯვარში. ხოლო ტიმოთესუბანში გზის მიწის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ჯამში, სამივე დასახლებაში 872 მეტრიან გზა რეაბილიტირდება.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.