“გვაქვს ცვლილებები, რომლის მიხედვითაც სწრაფი და ეფექტური იქნება მექანიზმები” – არჩილ გორდულაძე ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ კანონპროექტზე

,,ქართული ოცნების” წევრმა, არჩილ გორდულაძემ,  ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესახებ კანონპროექტზე ისაუბრა.

“ნაცვლად იმისა, რომ სამოქალაქო წესით, დროში გაწერილი პროცესის შედეგად ჰქონდა დაზარალებულს შესაძლებლობა, რომ ზიანი აენაზღაურებინათ, ახლა გვაქვს ცვლილებები, რომლის მიხედვითაც სწრაფი და ეფექტური იქნება მექანიზმები.

ამავდროულად, ადამიანები, რომლებიც გარკვეული დანაშაულის ჩადენის გზით მიაყენებენ ადამიანებს ზიანს, სასამართლო იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მას აუკრძალოს საქართველოდან გასვლის უფლება, რაც არის უზრუნველყოფის ღონისძიება ზიანის ანაზღაურებისა. ამავდროულად, ისინი დაექვემდებარებიან ელექტრონულ მონიტორინგს, რათა საზღვრის გადაკვეთა არ მოხდეს”, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები