საქართველოს პრეზიდენტი თურქმენეთის ელჩს შეხვდა

 

საქართველოს პრეზიდენტი თურქმენეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა.
ქვეყნის პირველ პირს დოვლეტმურატ მურატოვმა რწმუნებათა სიგელი გადასცა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილი მიესალმა თურქმენეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საქართველოში თურქმენეთის საელჩოს გახსნის შესახებ. გიორგი მარგველაშვილმა და დოვლეტმურატ მურატოვმა საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს და ყურადღება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივაზე გაამახვილეს. შეხვედრისას მხარეებმა საქართველოს პრეზიდენტის თურქმენეთის რესპუბლიკაში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტიც განიხილეს, რომელიც წლის ბოლომდე შედგება.

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=IZ1nU3U_NcE&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები