ავთანდილ შაველაშვილის „ცეცხლთან თამაში“
თუ ამ სტატიაში ჰამბურგერის ფოტომ შემოგიტყუათ, იმედი უნდა გაგიცრუოთ… აქ სწრაფი კვების ნაწარმის მომზადების რეცეპტს ვერ ამოიკითხავთ.
ფოტოზე – ხელნაკეთი სანთელია, რომელსაც თვითნასწავლი ხელოვანი ავთანდილ შაველაშვილი ამზადებს. ორიგინალური და ექსკლუზიური ნივთები მისგან განსაკუთრებულ შთაგონებას არ ითხოვს, თემებს ხელოვანს ყოველდღიურობა კარნახობს. მუშაობის პროცესი კი სულ სხვა ატმოსფეროა, რომლის ზუსტ განმარტებას დეკორატორი ვერ პოულობს.
ავთანდილ შაველაშვილი მოგვიყვება – როგორ ეთამაშება ცეცხლს ცვილის მოედანზე…
–ავთანდილ,როდის დაიწყო შენი გატაცება ხელნაკეთი ნივთებით?
– მიყვარს ნივთები,რომელსაც ავტორის ხასიათი ინდივიდუალიზმი ეტყობა, სწორედ ეს არის მიზეზი ჩემი ხელნაკეთი ნივთების მიმართ ინტერესის. ტანსაცმელიც კი ადამიანის ხასიათზე მეტყველებს, მითუფრონივთი,რომელსაც თავადქმნი. დიდ როლს თამაშობს განწყობაც. დამიჯერეთ,სიტყვებზე მეტს ამბობს ნივთი,რომელსაც ქმნი..
– ცვილის მასალამ როგორ მიგიზიდა?
– ბევრს ვფიქრობ როდის და როგორ დავიწყე სანთლის დამუშავება…სიმართლე გითხრათ არ ვიცი…არ არსებობს ბავშვი,რომელსაც ხელი არ წასცდენოდეს ჩამოღვენთილ სანთელზე, მეც მოვაცალე ნაღვენთი სანთელს და დავიწყე მრგვალი ფიგურის,ანუ ბურთის კეთება. მერე გამიჩნდა სურვილი,რომ ეს ბურთი არ გადამეგდო და ძაფი გავუკეთე.მერე და მერე ფანტაზიამ გაიღვიძა და სანთელთან დამეგობრება გადავწყვიტე.
– საკმაოდ ორიგინალური სანთლები გაქვს. როგორ არჩევ თემას ნამუშევრისთვის?
– თემას არ ვარჩევ.ჩემი ნამუშევრები პასუხია ჩემი კონკრეტული დღის განწყობის,ან მქონია სურვილი გამეკეთებინა რამე უცხო,განსხვავებული…მქონია შემთხვევა,ღამე გამღვიძებია და მივხვედრილვარ,რისი გაკეთება მინდოდა. მოდი ასე ვთქვათ,თემა თვითონ მეძებს და მპოულობს.
საქართველოში სანთლების ორი მაღაზიაა. დავათვალიერე და მხოლოდ სტანდარტული სხვადასხვა ფერის და ზომის სანთლები ვნახე. ეს კი მეტ სტიმულს მაძლევს, ამის შემდეგუფრო დეტალებზევმუშაობ. ერთი კი ვიცი -რაც არ უნდა გავაკეთო,ჩემი ხასიათი ყველა ნამუშევარში იქნება.
– როგორც აღნიშნე, ამ დეკორატიულ აქსესუარს საქართველოში ცოტა ამზადებს. საზოგადოება რამდენად ინტერესდება შენი ნამუშევრებით?
– ინტერესი ჩემი ნამუშევრების მიმართ დიდია. მაქვს ფეისბუქზე გვერდი.ხშირად მწერენ,მაქვს შეკვეთები. სამწუხაროდ,არ მაქვს მაღაზია და ეს გარემოება ძალიან მიშლის ხელს. სექტემბრიდან სოლოლაკში იხსნება სკოლა,რომლის დამაარსებელი ფეისბუქის საშუალებით გაეცნო ჩემს ნამუშევრებს და შემეხმიანა. ამის შემდეგ შედგა ჩვენი რამდენიმე შეხვედრა. მისივე შეკვეთით გავაკეთე სანთლის ბროწეულები. სექტემბრიდან კი მიწვეული ვარ პედაგოგად.
–რამდენად საინტერესოა ამ მასალაზე მუშაობა?
– წარმოიდგინეთ დამდნარი სანთელი, რომელსაც არც ფერი აქვს საინტერესო, არც ფორმა და ამას შენ ყველასთვის საინტერესოს და სასიამოვნოდ აქცევ. თითქოს გელოდება რა სახეს მისცემ.ეს ძალიან სასიამოვნო მომენტია ჩემთვის.
– შენი სანთლები ექსკლუზიური და საავტოროა. კიდევ რა უპირატესობა აქვს ხელნაკეთ სანთლებს?
– ხელნაკეთ სანთლებს ადამიანის ემოცია ქმნის. ის არ არის ყალიბში ჩამოსხმული არაფრის მთქმელი, უშინაარსო.ყოფილა შემთხვევა გაჩუქებულ ან გაყიდულ სანთლზე გული დამწყვეტია, მიცდია მსგავსი გამეკეთებინა, მაგრამ არ გამომსვლია. წარმოიდგინეთ,ადამიანები ერთმანეთს,რომ ვგავდეთ,რა ერთფეროვანი იქნებოდა. სამყაროშითითის ანაბეჭდიც კი არ არსებობს ერთნაირი -ეს ხომ სასწაულია, ხელნაკეთი სანთელიც ასეა -ის ერთია და არ მეორდება.
– ალბათ სანთლების გარდა სხვა გატაცებაც გაქვს…
– იუველერობა მიტაცებს. ძალიან მინდა ამ პროფესიის შესწავლა. აქ მარტო ჩემი ფანტაზია და სურვილი ვერ მეხმარება, ბევრი ისეთი დეტალია,რომლისარ ქონაც ჯერჯერობით ხელს მიშლის სურვილი რეალობად ვაქციო.
– რაც შეეხება ფერებს...რომელ ფერს ანიჭებ უპირატესობას?
– კონკრეტულად არცერთ ფერს არ ვანიჭებ უპირატესობას. მუშაობის დროს გადამწყვეტია,რას რა ფერს მივცემ. უბრალოდფორმა და ფერი ერთმანეთს უნდა უხდებოდეს, თუმცა დიდ სიამოვნებას მანიჭებს, როცა რამდენიმე ფერს ერთმანეთს შევურევ და რამე ახალს,უცხო ფერს მივიგებ.
– როგორ ფიქრობ,რა ენერგეტიკას გასცემს სანთელი?
– ამ კითხვაზე პასუხს ამომწურავად ვერ გაგცემთ. ძალიან საიტერესო და ღრმა შინაარსი აქვს. ხშირად მინახავს გოგოს ფანჯარასთან გულის ფორმით დანთებული სანთელები, რომანტიკული ვახშამის ერთ-ერთი ძირითადი ატრიბუტიც სანთელია, სიბნელის განათების საშუალებაც სანთელია, ღმერთთანაც სანთლითსაუბრობ, “რაც არ იწვის არ ანთებსო” – ესეც ხომ გაგიგიათ. რა თქმა უნდა,როგორ შეარჩევ გარემოს და ინტერიერს, ესგემოვნებაზეა დამოკიდებული,მაგრამ როგორიც გინდა შეარჩიო -სანთელი შენი სიმშვიდისთვის დაიწვება. თითქოს არარეალურიიმედით სავსე სამყაროშიგადაყავხარ,სადაც არც დარდი და არც შიშია, წარმოიდგინეთ მსგავსი სიამოვნება,რომელსაც შენი შექმნილი სანთელი მოგანიჭებს,ეს კიდევ სხვაა რასაც სიტყვებით ვერ ავღწერ.
– თუ გაქვს განსხვავებული პროექტი, რომელსაც შენს მომხმარებელს შესთავაზებ?
– დღეს სანთლითვერავის გააკვირვებ, ყველანაირი ზომის და ფერის სანთელს ნახავთ. შეიძლება ხმამაღალი ნათქვამი გამომივიდეს,მაგრამ ჩემი სანთლები ყველასგან განსხვავებულია. როცა ახალ ნამუშევარზევმუშაობ ყოველთვის ვფიქრობ,რომ არ განვმეორდე და ახალი წინა ნაკეთობისგანგანსხვავებული იყოს. მაქვს ბევრი იდეა,რომელიც შემიძლია შევთავაზო მომხმარებელს.
– გამოფენაზე თუ გიფიქრია?
– როცა ჩემს თაროზე გაჩნდა რამდენიმე სხვადასხვანაირი სანთელი, იმ დღიდან ვფიქრობ გამოფენაზე.
– საქართველოშიუყვართ სანთლები?
-დარწმუნებული ვარ ბევრს სიამოვნებს ისეთ საღამოზე მოხვედრა,სადაც სანთელი ძირითადი დეკორია.ძირითადად მიკვეთავენ კორპორატიული საღამოებისთვის,თუმცა ქართულ-უკრაინული ქორწილებისთვის მქონდა სანთლების შეკვეთა.ვფიქრობ,მოიცალა საზოგადოებამსილამაზისთვის და სიამოვნებისთვის…
ნანუკა ალავიძე