ალექსი პეტრიაშვილსა და პოლონეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილსა და პოლონეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, მინისტრ ვუსოვიჩს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. საუბრის დროს მხარეებმა ნატოს სამიტისთვის მოსამზადებელი პროცესი განიხილეს.
უწყების ცნობით, ალექსი პეტრიაშვილმა საუბრის დროს ხაზგასმით აღნიშნა პოლონეთის მხარდაჭერის მნიშვნელობა და თხოვნით მიმართ პოლონელ კოლეგას, 2014 წლის ნატოს სამიტის გადაწყვეტილებებში შესაბამისად იქნას ასახული საქართელოს მიერ მიღწეული პროგრესი ნატოში გაწევრიანების კონტექსტში.
პოლონურმა მხარემ დეტალური ინფორმაცია მიიღო საქართველოსათვის მნიშვნელოვან პოზიციებთან დაკავშირებით და სახელმწიფო მინისტრს ნატოში ინტეგრაციის პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვა.