ბადრი ესებუას იარაღის ეპიზოდზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

“საქართველოს ბანკის” ზუგდიდის ფილიალის დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმეზე, კონკრეტულად იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ეპიზოდზე ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ესებუა ბრალს აღიარებს და ამბობს, რომ დაკავების დროს ამოღებული იარაღი მართლაც მას ეკუთვნოდა, თუმცა დანაშაული არ ჩაუდენია.

იარაღის შენახვის გარდა, ესებუას ტერორისტულ აქტსა და მძევლების აყვანაში ადანაშაულებენ. რომელიც ცალკე საქმედ არის გამოყოფილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები