ვაკის პარკის საქმე – დღევანდელ პროცესზე შადრევნის პროექტის ავტორი გამოიკითხება

ვაკის პარკის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დაგეგმილია როგორც ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა, ასევე შადრევნის პროექტის ავტორის გამოკითხვა.

ლაშა ფურცხვანიძის უფლებადამცველი არა ლოგიკურად მიიჩნევს “გრინსერვის+”-ის დირექტორის მიმართ წაყენებულ ბრალს, მაშინ, როდესაც შადრევნის რეაბილიტაციის ავტორის, გიორგი მაჭავარიანის პასუხისმგებლობა არცერთ ნაწილში არაა გამოკვეთილი.

“პროექტის ავტორი არანაირ პასუხისმგებლობას არ გრძნობს და შემსრულებელი კომპანიის დირექტორს სთხოვენ პასუხს იმაზე, თუ რატომ არ იყო უსაფრთხოების ზომები დაცული პროექტში. ეს არის ძალიან დიდი არა ლოგიკური ბრალდება. კონკრეტულად ამ პროცესზე თუ რამე ახალი გარემოება არ გამოვლინდა, შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით წინასწარ დაგეგმილი არ გვაქვს. ყველა ის ბრალდება, რაშიც ეს ადამიანია ბრალდებული, არის მხოლოდ სუბიექტურ შეფასებებზე დაფუძნებული,” – აცხადებს არჩილ ჩოფიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები