ფილიპინების სამხრეთით მდებარე, ბასილანის პროვინციის სანაპიროსთან სამგზავრო გემზე გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შრის 3 ბავშვია.
მომხდარის შედეგად 14 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია.
ამის შესახებ ABS-CBN ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იტყობინება.
აღნიშნულია, რომ გემს – Lady Mary Joy-ს 200-მდე მგზავრი გადაჰყავდა.
როგორც გუბერნატორმა, ჯიმ ჰატამან-სალიმანმა განაცხადა, მგზავრების უმეტესობა გადაარჩინეს, მაგრამ შვიდი ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.