უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ჩრდილოეთით მდებარე ჯანკოიში აფეთქების შედეგად რუსული ფრთოსანი რაკეტები – “კალიბრი-KN” განადგურდა.
უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ რაკეტების განადგურება რკინიგზით მათი ტრანსპორტირების დროს მოხდა.
თავის მხრივ, ქალაქის იერიშის შესახებ ინფორმაციას ე.წ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, იგორ ივინი ადასტურებს და ამბობს, რომ გვიან ღამით ქალაქი დრონებით დაიბომბა.
მისი ინფორმაციით, დაშავდა 33 წლის მამაკაცი. ამჟამად, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
ივინის თქმითვე, იერიშის შედეგად, ცეცხლი გაუჩნდა საცხოვრებელ სახლს, სკოლას და სასურსათო მაღაზიას, დაზიანდა ელექტროქსელები.