თბილისში მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, მეტროსადგურ დელისთან მდებარე ბიზნესცენტრის ეზოში მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.

მამაკაცი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები