დავით შავლიაშვილი: დარიალის ხეობაში გაწმენდითი სამუშაოები ორ კვირაში დასრულდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი დარიალის ხეობაში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე აკვირდება. როგორც მინისტრმა განმარტა, ხეობაში სამუშაოები დილის ექვს საათზე განახლდა და უკვე 600 მეტრია გაწმენდილი. მისივე ინფორმაციით, დარიალის ხეობაში სამუშაოები ორ კვირაში დასრულდება.
„დილის 6 საათზე განახლდა სამუშაოები, მთელი ტქნიკა ადგილზეა მობილიზებული და ამ დროისთვის დამატებას აღარ საჭიროებს. ამ დროისთვის დაახლოებით 600 მეტრია გაწმენდილი. ასევე დაიწყება მასალის შემოტანა და გზის მოყვანა. ამასთან ერთად, ვაწარმოებთ გამაგრებით სამუშაოებს. ძალიან ძნელია იმის თქმა, თუ რამდენი ხანი დასჭირდება სამუშაოების დასრულებას, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ორი კვირა მაინც საკმარისი იქნება და მინიმუმ ორ კვირაში გზა გაიხსნება“, – განაცხადა დავით შავლიაშვილმა.