ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო ოპერაციების ცენტრის ცნობით, სამხრეთ ლიბანში, ქალაქ ტვიროსის ორ რაიონზე ისრაელის მიერ განხორციელებული ავიადარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულია 40-ზე მეტი ადამიანი.
„ტვიროსის ქალაქ მასაკენის უბანზე ისრაელის თავდასხმის შედეგად, საბოლოო მონაცემებით, რვა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ქალი, დაიჭრა 35 პირი, მათ შორის სამი ბავშვი და ექვსი ქალი“, – ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელის კიდევ ერთი დარტყმა ტვიროსის ალ-ბასის უბანზე განხორციელდა. საბოლოო ანგარიშის თანახმად, სამი ადამიანი დაიღუპა და ცხრა დაიჭრა, მათ შორის ორი ქალი.